ამის შესახებ „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება.

თავის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ჯო ბაიდენმა წინასწარ შეიწყალა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი თავმჯდომარე გენერალი მარკ მილი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ენტონი ფაუჩი და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წევრები, რომლებიც იძიებდნენ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის ფაქტს, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.

ამ შეწყალების გაცემა არ უნდა იქნეს აღქმული არც როგორც აღიარება იმისა, რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე დანაშაული და არც ვინმეს მხრიდან რაიმე დანაშაულში ბრალის აღიარება. ჩვენი ქვეყანა ამ საჯარო მოხელეების ვალშია ქვეყნის წინაშე მათი დაუღალავი თავდადების გამო, - ამბობს ბაიდენი.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან შესაძლო „შურისძიების“ თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული.

ფორმალურად, შეწყალებულებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მილიმ ტრამპს „ფაშისტი“ უწოდა, ფაუჩიმ იგი იმით განარისხა, რომ არ გაიზიარა ტრამპის ანტი-კოვიდური ზომების კრიტიკა, ხოლო ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ლიზ ჩეინმა და ადამ კინზინგერმა, ასევე კაპიტოლიუმის და კოლუმბიის ოლქის პოლიციის ოფიცრებმა ჩვენება მისცეს კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეში.

თავის წინასაარჩევნო მიტინგებზე ტრამპი იმუქრებოდა, რომ პასუხისმგებლობას დააყენებდა შეერთებული შტატების „შიდა მტრების“ პასუხისმგებლობის საკითხს.

გიჟი ფანატიკოსები, ფაშისტები, მარქსისტები, კომუნისტები - ხალხი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია - ქვეყნის შიდა მტერია და ეს ხალხი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, - ამბობდა ტრამპი.

„სიენენისთვის" გაკეთებულ განცხადებაში გენერალი მილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ბაიდენის ქმედების გამო „უზომოდ მადლიერია“.

ბაიდენს მადლობას უხდიან აგრეთვე ენტონი ფაუჩი და კაპიტოლიუმის ყოფილი ოფიცერი ჰარი დანი.

„როგორც <ბაიდენმა> თქვა, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებები და მუქარები რეალურია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის" - ამბობს ფაუჩი.

ყოფილმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ადამ კინზინგერმა და კალიფორნიის დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა განაცხადეს, რომ არ სურთ წინასწარი შეწყალება, - წერს „სიენენი".

ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი ჯესი ბინალი, რომელიც მუშაობს 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სოციალურ მედიაში წერს, რომ შეწყალების აქტი აადვილებს ჩვენების მიცემაზე იძულებას.

შეწყალება ნამდვილად კარგი ამბავია. ვერავინ, ვინც ახლახან შეიწყალა, ვერ შეძლებს მე-5 შესწორების თქვას უარი ჩვენების მიცემაზე სამოქალაქო, სისხლის სამართლის საქმის ან კონგრესის მოსმენის დროს, - წერს ბინალი.

შეწყალება ასევე არ დაიცავს მათ, ვინც მას ღებულობს, კონგრესის გამოძიებისაგან ან სხვა სახის გამოძიებისგან, როგორიცაა საგადასახადო გამოძიება, თუ ეს მოხდება. შეწყალება მათ დაიცავს მხოლოდ ფედერალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.