არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულდა შეხვედრა  აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ  ნიკოლ პაშიანიანს შორის.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა.

გაიმართა სერიოზული და შინაარსიანი დისკუსიები სამშვიდობო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე - საზღვრის დელიმიტაცია, ზანგეზურის დერეფნის გახსნა და განვითარება და სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება.

მიღწეული იქნა ზოგადი შეთანხმება მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, როგორც სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ასევე უფრო მაღალ დონეზე.

სომხეთის მედია აგრეთვე ეხმიანება აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შედეგებს  და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს.

„2025 წლის 10 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდნენ აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი.

დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის განსახილველად ყველაზე ეფექტური ფორმატია და ამის საფუძველზე გადაწყდა ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელება.

ლიდერებმა, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მიღწეული პროგრესის აღნიშვნით, შესაბამის სახელმწიფო კომისიებს დაავალეს ამ მიმართულებით პრაქტიკული მუშაობის გაგრძელება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ორმხრივი მოლაპარაკებების და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაგრძელებაზე.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს, თბილი სტუმართმოყვარეობისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, - ნათქვამია მედიით გავრცელებულ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.