ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში, მოლდოვას ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაილ პოპშოისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრულად გაყვანა გადაწყვიტა.
„ეს პროცესი ეხება როგორც თეირანში მდებარე საელჩოს, ასევე თავრიზში მდებარე გენერალურ საკონსულოს. ამჟამად ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს“.




