აზერბაიჯანის სატვირთო მანქანების მძღოლები კვირების განმავლობაში ვერ კვეთენ საქართველოს საბაჟოებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსგან განმარტებას ითხოვს.
Report.az-ის ცნობით, აზერბაიჯანული სატვირთოების მძღოლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უკვე რამდენიმე დღეა გაჩერებულები არიან და ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას.
პრობლემის გადასაჭრელად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მხარეს ოფიციალურად მიმართა და განმარტება მოსთხოვა.
შეგახსენებთ, მსგავსი შემთხვევა გასული წლის ნოემბერშიც დაფიქსირდა. მაშინ ბათუმისა და თბილისის საბაჟოებზე 30-ზე მეტი აზერბაიჯანული სატვირთო 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააკავეს. მძღოლების თქმით, მათ არანაირი განმარტება არ მისცეს და უხეშად მოექცნენ. ზოგიერთს კი უთხრეს: „გაქვთ ზანგეზურის დერეფანი, იქიდან გაიარეთ".
საქართველოს შემოსავლების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ ყველა ავტომობილს სტანდარტული პროცედურები უტარდებოდა და დისკრიმინაცია არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანია ირანიდან, სპარსეთის ყურიდან და აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთებისთვის.




