ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მედია ავრცელებს.
ავსტრიამ შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების ნება არ დართო, - , განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ დღეს. მიზეზად ავსტრიის ნეიტრალიტეტის კანონი დაასახელა.
სამინისტროს წარმომადგენელმა მედიას არ მიაწოდა ინფორმაცია მოთხოვნების რაოდენობის შესახებ, მხოლოდ ის განაცხადა, რომ „რამდენიმე“ მოთხოვნა იყო.




