საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის პარტია „წინ“ ვებგვერდი ჰაკერული თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა, თუმცა პარტიის საიტის სერვერზე სერიოზული ჰაკერული თავდასხმა არ განხორციელებულა,-ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაცია იაპონური კომპანია Trend Micro-ს წყაროებმა განუცხადეს, რომლებიც ანტივირუსულ დაცვას ახორციელებენ. აღნიშნული ინფორმაცია ციფრული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, მუნირ მაჰჯოუბიმაც დაადასტურა.

მისი თქმით, 2016 წლის დეკემბერში, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში, ემანუელ მაკრონის პარტიის ვებგვერდის გატეხვა 160-ჯერ სცადეს.

Trend Micro-ს სპეციალისტების განმარტებით, უცნობმა ჰაკერებმა თანამშრომელთა პაროლების მოპარვის მიზნით, სპეციალური ვებგვერდი შექმნეს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ თავდასხმა Pawn Storm-მა განახორციელა, თუმცა არიან თუ არა ისინი რუსეთთან დაკავშირებული, ამის დაზუსტებით თქმა, ჯერჯერობით შეუძლებელია. "ეს სერიოზული შეტევა იყო, თუმცა ინფორმაციას საფრთხე არ შექმნია", - განაცხადა მაჰჯოუბიმ.

მანამდე, 13 თებერვალს, პარტია „წინ“ მდივანმა, რიჩარდ ფერანდმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა. მისი თქმით, რუსეთი არჩევნებში „პრორუსი კანდიდატის“ გამარჯვებას რუსული მედიისა და კიბერთავდასხმების მეშვეობით შეეცადა.