2016 წლის განმავლობაში 23 ქვეყანაში 1 032 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. 2015 წელს Amnesty International-მა მსოფლიოს 25 ქვეყანაში 1 634 სიკვდილით დასჯის ფაქტი გამოავლინა - რაც 1989 წლიდან მოყოლებული ისტორიული მაჩვენებელია.

სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, ერაყსა და პაკისტანში.

სიკვდილის დასჯის მაჩვენებლით ჩინეთი კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას, თუმცა ჩინეთში სიკვდილით დასჯის რეალური მაჩვენებელია უცნობია, ვინაიდან ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ჩინეთის ჩათვლით, სიკვდილის დასჯის 87% 4 ქვეყანაში განხორციელდა - ირანში, საუდის არაბეთში, ერაყსა და პაკისტანში.

2006 წლიდან მოყოლებული პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები სიკვდილის დასჯის მაჩვენებლით უდიდეს ხუთეულში ვერ მოხვდა. იგი რეიტინგში, ეგვიპტის შემდეგ მეშვიდე ადგილს იკავებს. 1991 წლიდან მოყოლებული სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი, რომელიც 20-ს შეადგენს, უმცირესია ამერიკის ისტორიაში.