აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ნედ პრაისიშეშფოთებას გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის გარშემო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების, მსხვერპლისა და დაშავებულების გამო და აცხადებს, რომ აშშ ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. „ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გადადგან მხარეებმა ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად,– ვკითხულობთ ნედ პრაისის განცხადებაში.