ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაეროს 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეას, „პალესტინის სახელმწიფო გაეროს წევრად მიეღო“.
კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო უნდა შეიქმნას ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. გაეროს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად განაცხადი უნდა დაამტკიცოს უშიშროების საბჭომ, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის, სულ მცირე, ორმა მესამედმა.