აშშ–მა უკრაინას 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

„ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. დღეს მინდა, გამოვაცხადო 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის შესახებ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღისთვის“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად.