აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) აქტივების მიხედვით სიდიდით მეორე რუსული ბანკი VTB ირანთან დაკავშირებულ სანქციების სიებში დაამატა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში, რომელიც ორშაბათს, 14 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სანქციების დაწესების მიზეზად უწყება VTB-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობას ასახელებს: როგორც აცხადებენ, ამ ფინანსურმა ინსტიტუტმა ირანში წარმომადგენლობები გახსნა, ანგარიშსწორებას აწარმოებდა სანქცირებულ ირანულ ბანკებთან, მონაწილეობდა მილიარდობით დოლარის გაყინული ირანული აქტივების გადაადგილებაში და ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად შექმნა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორების სისტემა ირანულ რიალებსა და რუსულ რუბლებში კორესპონდენტური ანგარიშების მეშვეობით.
VTB აშშ-ის სექტორალური სანქციების ქვეშ 2014 წლის ივლისიდან იმყოფება — ყირიმის ანექსიის გამო. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა ბანკის წინააღმდეგ დამბლოკავი სანქციები შემოიღო.




