გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე იერიშები მიიტანა. განახლებული დაბომბვების მეთერთმეტე ღამეს ოფიციალური ვაშინგტონის სამიზნე იყო თეირანი, თავრიზი, ჩაბაჰარი და კონარაკი. აფეთქებები ასევე იყო ქალაქ ბუშირში, სადაც ირანის ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.
მომხდარზე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო ოპერაციების ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, დრონების საწყობები და სამხედრო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
„როიტერი“ წერს, რომ აფეთქების ხმა გაისმა ქვეყნის დედაქალაქშიც, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
CENTCOM forces began striking military targets in Iran at 7 p.m. ET today for the 11th consecutive night. The strikes are designed to continue degrading Iran's ability to threaten commercial shipping in the Strait of Hormuz.
— U.S. Central Command (@CENTCOM) July 21, 2026




