ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა, სადაც ის დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას cnn.com ავრცელებს.
ის ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულზე წაუყენებენ.
დაკავებამდე ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა: „როგორი სურეალისტურია - ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება. გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“