ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ცენტრალური სარდლობა თავი ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში. 

„ერაყის დასავლეთში ჩამოვარდნილი ამერიკული KC-135 ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაღუპულია. თვითმფრინავი 12 მარტს, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დროს, მეგობრული საჰაერო სივრცის თავზე ფრენისას დაიკარგა.

ინციდენტის გარემოებები გამოძიების პროცესშია. თუმცა, თვითმფრინავის დაკარგვა არ ყოფილა მტრის ან მეგობრული ცეცხლის შედეგი.

სამხედრო პერსონალის ვინაობა არ გახმაურდება უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში“, - ნათქვამია შეერთებული შტატების სარდლობის ვებგვერდზე ატვირთულ პრესრელიზში.