ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი” აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიულეტენზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედროებმა კვირის შემდეგ, ირანში დამატებით დაახლოებით 700 სამიზნეს დაარტყეს და ოპერაციაში ახალი ბომბდამშენები და გამანადგურებლები ჩართეს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციაში B-1-ისა და B-52-ის ტიპის ბომბდამშენები და F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მონაწილეობენ. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ორშაბათს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შემთხვევით სამი ამერიკული F-15 გამანადგურებელი ჩამოაგდეს.




