აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გაცემის საპასუხოდ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების დასანქცირებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას СNN ავრცელებს.
კანონპროექტი ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების უმკაცრესად დაგმობას ითხოვს. საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სასამართლოს მიმართ სანქციები დაწესდება "ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის გამო". სანქციები მოიცავს აშშ-ში არსებული ქონების ტრანზაქციების აკრძალვას და ვიზების დაბლოკვასა და გაუქმებას.
"ეს არის სასამართლო ფარსი, რომელიც ცდილობს ჩვენი დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას, რომელიც არ პასუხობს მტერს, რომელმაც ჩაიდინა გენოციდი და რომელსაც ჯერ კიდევ 100 მძევალი ჰყავს", - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტი სენატშიც უნდა განიხილონ.
ცობისთვის, გასული წლის ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები 21 ნოემბერს გასცა.