სევდიანი ღამე სენატისა და ამერიკისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერი, „დემოკრატი“ სენატორი ჩაკ შუმერი იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანის დაბლოკვას, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.
„რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს უკრაინისა და ისრაელის დაფინანსება, ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ინდო-წყნარი ოკეანის დაფინანსება. თუ „რესპუბლიკელები“ სერიოზულად არ მიუდგებიან ეროვნული უსაფრთხოების პაკეტს, პუტინი პირდაპირ უკრაინასა და ევროპაში გაივლის“, - წერს სენატორი "ტვიტერში".
უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტმა ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს.
დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად.
Sad night for the Senate and America:
— Chuck Schumer (@SenSchumer) December 6, 2023
Republicans blocked funding for Ukraine, Israel, humanitarian aid for civilians in Gaza, funding for the Indo-Pacific
If Republicans don't get serious about a national security package, Putin's going to walk right through Ukraine and Europe