ამერიკულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო და გააუქმა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომელიც 75 სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის) მოქალაქეებისთვის იმიგრაციული ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა.
ნიუ-იორკის ოლქის მოსამართლემ, ჯანნეტ ვარგასმა დაასკვნა, რომ აღნიშნული შეზღუდვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და სცდება სახელმწიფო მდივნის უფლებამოსილების ფარგლებს. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო ყველა ის უარი, რომელიც მიღებული იყო ზუსტად ამ სადავო პოლიტიკაზე დაყრდნობით.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნიდან შემოსული იმიგრაციული ვიზების განხილვა იანვარში შეაჩერა. ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს იმ მიზნით ხსნიდა, რომ მომავალში შეზღუდულიყო იმ პირთა შესვლა, ვინც შესაძლოა, ამერიკული საზოგადოებისთვის "ტვირთად" ქცეულიყო ან სოციალურ შემწეობებზე გამხდარიყო დამოკიდებული.
მოსამართლემ მიუთითა 1965 წლის კანონზე, რომელიც ეროვნული ნიშნით ვიზების გაცემისას დისკრიმინაციას კრძალავს, და აღნიშნა, რომ მოქალაქეობის მიხედვით იმიგრაციული ვიზების აკრძალვა დადგენილი წესის პირდაპირი დარღვევაა.
შეზღუდვა ვრცელდებოდა მხოლოდ იმიგრაციულ ვიზებზე (მაგალითად, ოჯახის წევრებთან ვინც მიემგზავრებოდა ან სამუშაო მიგრაციაზე) და არ ეხებოდა ტურისტულ, საქმიან თუ სტუდენტურ არასამთავრობო ვიზებს.




