სახელმწიფო მდივანმა ასეთი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკრიტიკა „საზღვრების გარეშე სამყაროს“ იდეა და ეროვნული ინტერესების გლობალური წესრიგით ჩანაცვლება.
„ის იდეა, რომ ჩვენ ვიცხოვრებდით საზღვრების გარეშე სამყაროში, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე იქნებოდა, სისულელე იყო“, - ციტირებს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვებს.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები მთავრობის ფუნქციებს ჩაანაცვლებდა.
სინამდვილეში, მარკო რუბიოს თქმით, მსოფლიომ ამ იდეისთვის „დიდი ფასი“ გადაიხადა.
მარკო რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ევროპული დომინირების ერა დასრულდა და დასძინა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კონტინენტის მომავალთან დაკავშირებით ვაშინგტონის შეშფოთებაზეა დაფუძნებული და აშშ-ს სურს არსებობდეს ძლიერი ევროპა.
აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის დელეგაციები ჟენევაში 17 თებერვალს შეხვდებიან. ჩვენ კვლავ ყველაფერს ვიღონებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული შეგვიძლია, რათა წვლილი შევიტანოთ ამ ომის დასრულებაში, - თქვა რუბიომ.




