Artemis II-ის ეკიპაჟმა ახალი რეკორდი დაამყარა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
"Artemis II-ის ეკიპაჟმა ახალი რეკორდი დაამყარა - ადამიანები უფრო შორს გაემგზავრნენ კოსმოსში, ვიდრე ოდესმე. NASA-ს მონაცემებით, ეკიპაჟი დედამიწას დაახლოებით 406 771 კმ-ით დაშორდა, რაც 6 606 კმ-ით აღემატება Apollo 13-ის მიერ 1970 წელს დამყარებულ რეკორდს.
ვულოცავთ NASA-ს და ამ ისტორიული მისიის ეკიპაჟს - ეს არის ამერიკული ინოვაციის ნათელი მაგალითი."- ნათქვამია ინფორმაციაში.




