აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა „ირანის მხარდამჭერი ყველა ეკონომიკური კავშირის“ გაწყვეტის მიზნით ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა
ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ირანისა და მისი ხელშემწყობი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული დამანგრეველი სანქციების შესახებ გააკეთა განცხადება.
„ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკურ შეტევას ირანის ფინანსურ კავშირებზე მთელ მსოფლიოში“ და „ჩვენი მიზანია გავწყვიტოთ ყველა ეკონომიკური კავშირი, რომელიც მხარს უჭერს ამ ტირანულ რეჟიმს მანამ, სანამ თეირანი მარტო არ დარჩება“, - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს და კონკრეტული თხოვნით მიმართავს, რომ შეწყვიტონ ირანის რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები შეეხო იმ ხუთ სექტორს - ციფრული აქტივები, ტექნოლოგიები, ოქრო, ავიაცია და გადაზიდვები - რომლებსაც ირანის მთავრობა ეკონომიკის მხარდასაჭერად იყენებს.
„შეერთებული შტატების პოზიციასთან დაკავშირებით არანაირი ორაზროვნება არ უნდა იყოს“, - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს „კონკრეტული თხოვნით“, შეწყვიტონ ირანის რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა. პრესკონფერენციაზე, - დასძინა ფინანსთა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სანქციების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ ირანული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმთან შედარებით ~48%-ით გაუფასურდა. ამ დროისთვის 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 028 000 ირანულ რიალს უტოლდება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღევანდელი ვაჭრობის შემდეგ გამოცხადდა, რომ 10 000 ირანული რიალი 0,019 ლარს უტოლდება, რაც კურსის ჯერ ისევ ძველ დონეზე შენარჩუნებას ნიშნავს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




