არნოლდ შვარცნეგერი კიევს პირველად ეწვია
1539510776
ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, არნოლდ შვარცნეგერი კიევს პირველად ეწვია. ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იტყობინება.
"მან პირველად მოინახულა ჩვენი ქალაქი. შვარცენეგერი ბიზნესფორუმზე ჩავიდა და ჩვენ სიხარულით შევხვდით მას, გავისეირნეთ", - განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერმა დასძინა, რომ შვარცენგერგს ქალაქი მოეწონა. მისი თქმით, მსახიობმა პირობა დადო, რომ კიევს კიდევ ეწვევა.
როგორც კლიჩკომ აღნიშნა, კიევში შვარცნეგერის მომდევნო ვიზიტი მასში უფრო პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს.
საკუთარ Facebook- ის გვერდზე ვიტალი კლიჩკომ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელში მსახიობი ამბობს, რომ მის მეგობარ კლიჩკოსთან ჩავიდა და ძალიან კმაყოფილია.
"ეს ჩემი პირველი ვიზიტია კიევში და შემიყვარდა ქალაქი. მე დავბრუნდები! ...“,-აცხადებს შვარცენეგერი.




