შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ პირველად გაკეთებულ საჯარო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სურს „არაბთა გაერთიანებული საამიროების მტრისთვის შეტყობინების გაგზავნა“.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველია, არაბთა გაერთიანებული საამიროები ლამაზია, მისაბაძია, მაგრამ ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.
შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს „მნიშვნელოვანი როლისა და გამორჩეული სამსახურისთვის, რომელსაც ისინი ომის პირობებში ასრულებენ“.
„ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ჩვენი მაცხოვრებლების მიმართ, რომლებიც ასევე ჩვენი ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.









