Apple-ის 12 ინჩიანი MacBook-ის ახალი ვერსია გაყიდვაში წლის ბოლოსთვის გამოვა. ამის შესახებ Insider-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეტბუქი იქნება პირველი მოწყობილობა, რომელიც Apple Silicon პროცესორზე იმუშავებს. შიდა SSD მეხსიერება შეიძლება იყოს 256 ან 512 გბ, ან ასევე 1 ტბ. ნეტბუქს შეუძლია 15-დან 20 საათამდე მუშაობა ერთი დატენვის ხარჯზე. მისი ღირებულება 849 აშშ დოლარიდან დაიწყება.