AP: ტრამპი მედიასთან კონტაქტების აღდგენას აპირებს

1613460829
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს განაახლოს მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამასთან, ის კვლავ მისცემს ინტერვიუებს. ამის შესახებ ორშაბათს Associated Press–მა განაცხადა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, "პრეზიდენტობის შემდეგ, დონალდ ტრამპი ცხოვრების ახალი ეტაპისათვის ემზადება" და "ეძებს გზებს მისი ძალაუფლების აღსადგენად".
როგორც გამოცემიდან ჩანს, ”ტრამპის მეგობრები და მოკავშირეები ელიან, რომ ამდენი დუმილის შემდეგ ის კვლავ მისცემს ინტერვიუებს მეგობარ მედიებს".
მასალაში მოცემულია ტრამპის თანაშემწის ჯეისონ მილერის კომენტარი: ”მე მჯერა, რომ უახლოეს დღეებში თქვენ ბევრად უფრო ბევრს მოისმენთ მის შესახებ”, - თქვა მან ამერიკის ყოფილ ლიდერზე.
სააგენტოს ცნობით, ამერიკის ყოფილი ლიდერი თავის ძალის აღდგენასთან ერთად "ფოკუსირებულია იმაზეც, რომ შური იძიოს იმ რესპუბლიკელებზე, რომლებიც მის იპმიჩმენტს უჭერდნენ მხარს".