ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდა, პატივი სცეს შეთანხმებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის შესახებ.
„როდესაც ლიდერები კონსენსუსს აღწევენ, ისინი ვალდებულნი არიან, დაიცვან მიღებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების ნებისმიერი დარღვევა წარმოადგენს გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის დარღვევას“, – აღნიშნა კოშტამ ვიქტორ ორბანისთვის გაგზავნილ წერილში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ეპატიება ევროპული საბჭოს კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებების სანდოობის შელახვა“.
ცნობისთვის, აღნიშნული სესხი ევროკავშირის ლიდერებმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცეს. ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ ამ გეგმას დაბლოკავენ, ვიდრე რუსული ნავთობი კვლავ არ დაიწყებს მიწოდებას „დრუჟბის“ მილსადენით, რომელიც უკრაინის გავლით გადის.
თარგმანი: პირველი არხი






