მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და მოლაპარაკებებითაა მიღწევადი, - გაეროს გენერალური მდივანი, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ანტონიუ გუტერეშმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ მოუწოდა.
"საბრძოლო მოქმედებები ჯაჭვური რეაქციის რისკს მოიცავს, რომლის კონტროლსაც ისედაც არასტაბილურ რეგიონში უკვე ვერავინ შეძლებს. საერთაშორისო კრიზისების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. მდგრადი მშვიდობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგითა და მოლაპარაკებებითაა მიღწევადი“, - განაცხადა გუტერეშმა.









