ანიტისხეულების ახალი ტესტი, რომლითაც შემოწმდება, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი და რომლის სიზუსტეც 99%-ია, ევროპის მასშტაბით გამოყენებისთვის დამტკიცდა. ამის შესახებ Independent-ი წერს.
Abbott-ის გლობალური დიაგნოქსტიკის სპეციალიტებმა, რომლის ბაზას გაერთიანებულ სამეფოშია, განაცხადეს, რომ მაისის ბოლოსთვის, მთელი ევროპის მასშტაბით, ლაბორატორიულ ბაზაზე მილიონობით ჩატარებულ ტესტს ელოდებიან. კომპანიის სადიაგნოსტიკო ტესტს მიენიჭა CE ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ იგი შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების წესებს და ახლა მისი გამოყენება შესაძლებელია გაერთიანებული სამეფოს ლაბორატორიებში. ექიმმა სიმონ კლარკმა, უჯრედოვანნი მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა განაცხადა, რომ ტესტის შემუსავება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იგი აცხადებს, რომ "ტესტო აჩვენებს, ყოფილხართ თუ არა ოდესმე ინფიცირებული და აგრეთვე წარმოშობს იმუნურ რეაქციას. რასაც იგი ვერ აჩვენებს არის ის, რომ ვერ გეტყვით, გაქვს თუ არა იუნიტეტი. ანტისხეულების არსებობა თავისთავად არ მოგცემს დამცავ იმუნიტეტს, შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით." მან განმარტა, რომ ზოგიერთი კორონავირუსი იწვევს გაციებას და ავადმყოფებს ტოვებს ისეთი იმუნიტეტით, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს. იმის გამო, რომ კორონავირუსი ახალია, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, იმუნიტეტი გაგრძელდება თუ არა ინფექციის გადატანის შემდეგ. კლარკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის რანიშნული ტესტი სასარგებლო აღმოჩნდა, ვინაიდან მისი მეშვეობიტ შეგვიძლია დავინახოთ, როგორც გავრცელდა იგი მოსახლეობაში, თუმცა, ამავდროულად, იგი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად სასარგებლოა. ტესტი განსაზღვრავს IgG ცილას, რომელსაც სხეული აწარმოებს, როდესაც იგი ინფიცირებულია კორონავირუსით და იგი შეიძლება დარჩეს სხეულში თვეების, წლების განმავლობაში. ტესტირება უმნიშვნელოვანესია იმ პაციენტების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც კორონავირუსის ინფექცია ჰქონდათ და შესაძლოა სამსახურში დაბრუნდნენ, რადგან მათ აქვთ ანტისხეულები - და ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობა NHS- ის მუშაკებისთვის და სხვა ძირითადი როლების მქონე ადამიანებისთვის. მაგრამ მეცნიერება იმუნიტეტის შესახებ ინფექციის შემდეგ ჯერ კიდევ გაურკვეველია და შესაძლებელია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ინფეციისგან განიკურნებიან, მომავალში კვლავ დაინფიცირდნენ. ინფიცირებული და უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების ტესტირება ვირუსზე დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებში. პროფესორი ჯონ ნიუტონი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მიერ ტესტირებების ჩატარებას, აცხადებს, რომ ანტისხეულების ტესტები საზოგადოებისთვის მომდევნო თვის, ან ივნისის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. იგი აცხადებს, რომ "ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ გვექნება ანტისხეულების კარგი ტესტები მაშინ, როდესაც იგი დაგვჭირდება, მაგრამ ახლა არა, ვინაიდან ახლა პანდემია ქვეყანაში არ პროგრესირებს. ახლა რომ ჩავატაროთ, ბევრ ადამიანს არ გამოუვლინდება, ამიტომ ეს მოგვიანებით მოხდება. მაიკ კლეიტონი, Abbott’-ის ჩრდილოეთ ევროპის დიაგნოსტიკის განყოფილების მმართველი დირექტორი აცხადებს, რომ "Abbott-მა ყურადღება გაამახვილა Covid-19-ის ტესტების ბაზარზე რაც შეიძლება მალე შემოტანაზე, რათა დაეხმაროს პანდემიის საკითხის მოგვარებას.