ვოლოდიმირ ზელენსკის შევთავაზე, რომ დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„გულწრფელი საუბარი შედგა ჩემსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გენერალ კიტ კელოგთან ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრასა და სხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას, რომ გვჯერა, სისხლისღვრის შეჩერებისა და უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად აშშ-ის მხარდაჭერის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ამ მიზეზით ზელენსკის შევთავაზე, დარჩეს მშვიდი და კონსტრუქციული თანამშრომლობის კურსზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მჯერა, კეთილი ნება და გულახდილობა აშშ-ის მოლაპარაკების სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვი არ მეპარება, რომ დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით გლობალური სტაბილურობისა და მშვიდობისთვის“, – წერს ანჯეი დუდა.
A few minutes ago, President @ZelenskyyUA called me. We had a candid conversation on the heels of the recent meetings with General Kellogg and other developments. I conveyed to him that we consistently believe there is no other way to stop the bloodshed and achieve lasting peace…
— Andrzej Duda (@AndrzejDuda) February 21, 2025