პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, - ამის შესახებ დუდა იტყობინება.

ის ამბობს, რომ ახალი არჩევნებია გამოსავალი არსებული კრიზისიდან.

"კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.

მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან", - წერს სოციალურ ქსელში დუდა.