უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ამერიკული იარაღის ახლო აღმოსავლეთში გადამისამართების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ისაუბრა. სიბიგამ ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან, კაია კალასთან ერთად კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა
სიბიგამ აღნიშნა, რომ პარიზში გამართული "დიდი შვიდეულის" შეხვედრის დროს მას რუბიოსთან ამერიკული იარაღის შესახებ მოკლე საუბარი ჰქონდა.
"ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ სხვა რეგიონში დახმარების გადამისამართებაზე საუბარი არ არის", - თქვა სიბიგამ.






