უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი ბრძანებულების თანახმად, ანდრი შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად დაინიშნა
ანდრი შევჩენკო 2022 წლის 18 მაისს პლატფორმა United24 პირველი ელჩი გახდა.
უკრაინული პრესის ინფორმაციით, პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ფინანსური სახსრების მოსაზიდ ფანდრაიზინგული პლატფორმა 110 ქვეყნის მოქალაქეებისგან 200 მილინ დოლარზე მეტი შემოწირულება აქვს მოზიდული.
„ანდრიმ თავისი შრომითა და სპორტული მიღწევებით მოიპოვა უზარმაზარი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე. ახლა კი მას აქვს ახალი მნიშვნელოვანი მისია - მოუყვეს მსოფლიოს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ და მიმართოს თავისი ავტორიტეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო დახმარების გაზრდისკენ", - წერდა მაშინ შევჩენკოს შესახებ პრეზიდენტი.
მის გარდა United24-ის ელჩები უკრაინელი სპორტსმენებიდან გახდნენ მოკრივე ალექსანდრე უსიკი და ჩოგბურთელი ელინა სვიტოლინა.
„ბლუმბერგის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შევჩენკოს კავშირები აქვს რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან, იმ კლუბის („ჩელსის") ყოფილ მფლობელთან, რომელშიც თამაშობდა 2006-2009 წლებში.
აბრამოვიჩი ასევე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში.
მედიის ცნობით, შევჩენკო იყო დირექტორი კომპანიის, რომელიც გასული ათწლეულის განმავლობაში იყო შუამავალი აბრამოვიჩის და მცირე ბრიტანულ ფირმების გაერთიანების შესახებ რამდენიმე გარიგებაში და „მუშაობდა ბროკერად რუსი მილიარდერის მხარდაჭერილ სულ მცირე სამ კომპანიაში".
ბრიტანეთის რეესტრი მონაცემებით, ანდრი შევჩენკომ MC Peat & Co-ს დირექტორის პოსტი 2022 წლის 14 ნოემბერს დატოვა.