სააგენტო „ანადოლუს" მიერ Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტი ეწინააღმდეგება ნატოში შვედეთის წევრობის მხარდაჭერას.

კითხვაზე: ”უნდა დაუჭიროს თურქეთმა მხარი შვედეთის წევრობას ნატოში?”, გამოკითხულთა 92.5 პროცენტმა უარყოფითი პასუხი გასცა.  

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 50 155 ადამიანმა. ხმის მიცემა, რომელიც 24 საათი გრძელდებოდა, დასრულდა სამშაბათს, თურქეთის დროით 01:00 საათზე.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 23 იანვარს, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ თურქეთისა და ისლამის წინააღმდეგ პროვოცირების ფონზე, შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე ანკარას მხრიდან  მხარდაჭერას  არ უნდა მოელოდეს.