კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი მეუღლეს, მაკენზის ოფიციალურად გაშორდა. შესაბამისს დოკუმენტს ხელი ვაშინგტონის შტატის მოსამართლემ მოაწერა.
გაშორების პროცესის ფარგლებში, ბეზოსმა, თავისი ყოფილი მეუღლის სახელზე კომპანიის 19,7 მილიონი აქცია გადააფორმა. მთლიანობაში ეს პაკეტი კომპანიის 4%-იან წილს უტოლდება, რომლის ღირებულებაც ამ მომენტისათვის 38,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მსგავსი კაპიტალი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მაკენზიმ, Bloomberg-ის Billionaires Index-ის რეიტინგში, რომელშიც მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანია გაერთიანებული, 22-ე ადგილი დაიკავოს. ამასთან, ბეზოსი ინარჩუნებს კომპანიის 12%-იან წილს, რაც 114,8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რის ხარჯზეც ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, ამ მომენტისთვის ჯეფ ბეზოსის კაპიტალი 159,5 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.