ლუარის რეგიონში მდებარე ქალაქ სენ-ჟუსტ-სენ-რამბერის მერმა ვეფხვისებრი კოღოების ქალაქის ტერიტორიაზე ფრენა აკრძალა.

მერმა, ოლივიე ჟოლიმ, სამშაბათს გადაწყვიტა გამოეცა დადგენილება, რომელიც ვეფხვისებრი კოღოების ქალაქის ტერიტორიაზე ფრენას კრძალავს. ამ მწერებთან საბრძოლველად ქალაქის ბიუჯეტიდან 45 000 ევრო გამოიყო.

„ვეფხვისებრი კოღოების დაბლა ან წრეზე გამუდმებულმა ფრენებმა და ნაკბენებმა შეიძლება გაღიანება და წყენა გამოიწვიოს. ეს როგორც სერიოზული, ისე მსუბუქი საკითხია. ასეთმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებმა შეიძლება ჩვენი ცხოვრება დაანგრიოს“, - ამბობს 15 000 მცხოვრებიანი ქალაქის მერი და განმარტავს:

„როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი, ამომრჩევლებმა ისეთი განცხადებებით შემომიტიეს, როგორიცაა: „ჩვენ გარეთ დალევასაც კი ვეღარ ვახერხებთ!". ამიტომ საჭირო გახდა მოსახლეობის მობილიზება ადგილობრივი ინიციატივებისთვის“,

მუნიციპალიტეტმა უკვე დაამონტაჟა კოღოების ხაფანგები, საღამურეები, მცირე ზომის საშოშიეებსი წივწივებისთვის, მერცხლების საბუდარი ანძები. ეს ფრინველები კოღოებს დაუნდობლად ანადგურებენ.

ამ ეტაპზე „არც ერთი კოღო არ დაუკავებიათ ან არ დაუჯარიმებიათ“, - აღიარებს მერი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.