ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მკაცრად უპასუხა ირანის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმის მუქარას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ერთიანია თავისი წევრების დაცვაში.
NATO-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალიანსი მზად არის, დაიცვას თავისი თითოეული მოკავშირე ნებისმიერი სახის აგრესიისა თუ მუქარისგან. ორგანიზაციის თქმით, მსგავსი რიტორიკა და ესკალაცია სრულიად მიუღებელია.
მუქარას წინ უძღოდა აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური ზომების გამკაცრება, რასაც ირანული მხარის მხრიდან მწვავე საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
დასავლურმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უსაფრთხოების სფეროში სრული კოორდინაცია ნარჩუნდება და რეგიონული თუ გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული.




