სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ის პრეზიდენტობას კენჭს აღარ იყრის. ვუჩიჩი უკვე ორი ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი და ამბობს, რომ კონსტიტუციას არ შეცვლის, რათა მესამედაც შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.
"არ შემიძლია, პრეზიდენტობაზე კვლავ კენჭი ვიყარო და არ ვაპირებ კონსტიტუციის შეცვლას" – თქვა ვუჩიჩმა ავსტრიის კანცლერთან, კრისტიან სტოკერთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვუჩიჩი პრეზიდენტის თანამდებობაზე 2017 და 2022 წლებში აირჩიეს. მას ვადა 2027 წელს გასდის.