უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის გარებნებში და მიმდებარე რაიონებში შექმნილ სიტუაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინული ქვედანაყოფები თავდაცვით ბრძოლებში ჩაბმული იქნებიან „მანამ, სანამ ეს მიზანშეწონილი და აუცილებელი იქნება".

მისი თქმით, სამხედროები უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მანევრირებენ, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ყველაზე სიტუაციაში ჩემი პრიორიტეტი იყო და რჩება უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა. ამ მიზნით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საჭიროების შემთხვევაში მანევრირებენ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე. ძირითადად გამოიყენება უპილოტო კომპონენტი, ისევე როგორც საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღი. ამისთვის ყველა საჭირო ბრძანება გავეცი.

18:00 საათისთვის, კურსკის მიმართულებით, ჩვენმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის რვა თავდასხმა.

რუსეთ-ჩრდილო კორეის არმიის გაზრდილი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ კურსკში დაცვას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ეს მიზანშეწონილი და აუცილებელი იქნება“, - წერს სირსკი.

რუსეთის განცხადებით, ამ დროისთვის კურსკის რეგიონში უკრაინელების მიერ 2024 წლის აგვისტოში დაკავებული მთლიანი ტერიტორიის 86 პროცენტია გათავისუფლებული. აქედან, ბოლო ხუთ დღეში 259 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა.