ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საფრანგეთის პრესა წერს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შაბათს, 1 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 874 ავტომანქანას წაუკიდეს ცეცხლი.
 
სამინისტროს ინფორმაციით, შარშან კორონავირუსის პანდემიის გამო კომენდანტის საათი იყო დაწესებული და სერიოზულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, 2019 წლის ახალი წლის ღამეს კი ცეცხლი 1314 ავტომანქანას წაუკიდეს.
 
2019 წელთან შედარებით ახალი წლის ღამეს დაკავებულთა რაოდენობა 376-დან 441-მდე გაზრდილი, პატიმრობაში აყვანილთა რაოდენობა კი 314-დან 381-მდე.
 
საფრანგეთის ქალაქების გარეუბანში ავტომობილებისთვის ცეცხლის წაკიდება ყოველწლიურ მოვლენად 2005 წელს რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ იქცა.