ახალი კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია "რაინეარი", იტალიის მიმართულებით ფრენებს აუქმებს
1583216022
ამის შესახებ ავიაკომპანია განცხადებას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
"ავიაკომპანია "რაინეარი" იძულებულია, 17 მარტიდან 8 აპრილამდე სამი კვირის პერიოდში გააუქმოს იტალიის მიმართულებით ყველა მოკლე ფრენის 25%, რაც ახალი კორონავირუსის შედეგად არის გამოწვეული. ყველა დაზარალებულ მომხმარებელს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტა და აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინება და მიეცემა შესაძლებლობა, მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება, ან მოგზაურობის თარიღის გადატანა." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




