ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაში დასავლური ქვეყნები დაადანაშაულა. მისივე თქმით, დასავლეთმა მთელი მსოფლიოს თვალში „სახე დაკარგა“.
მან ასევე მოუწოდა მუსლიმურ ქვეყნებს, ისრაელში ნავთობისა და საკვების ექსპორტი შეწყვიტონ.
„ღაზის მოსახლეობამ, თავისი მოთმინებით, საზოგადოების სინდისის მობილიზება შეძლო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში ისრაელისა და ამერიკის საწინააღმდეგო შეძახილებით უამრავი ადამიანი გამოდის ქუჩებში.
ისრაელმა და აშშ-მა ნდობა დაკარგეს. მუსლიმურმა სამყარომ არ უნდა დაივიწყოს, რომ ღაზის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოვიდა არა მხოლოდ სიონისტური რეჟიმი, არამედ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთიც“, - განაცხადა ალი ხამენეიმ.