სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა. ამის შესახებ მისის ადვოკატი წერს. 

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის თქმით, სომხეთის ხელისუფლებამ სრულიად სომეხთა კათალიკოს გარეგინ II-ს ქვეყნის დატოვების ნებართვა არ მისცა, რათა დასწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვას.

„საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიისგან მიღებული იქნა მიწვევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად და 22 მარტს საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი მოძმე ერისთვის ამ დიდი მწუხარების მომენტში, მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ სრულიად სომეხთა კათალიკოსს მონაწილეობა მიეღო მომავალ საეკლესიო ცერემონიებში“, - განაცხადა ზოჰრაბიანმა.

მისი თქმით, ამან განაპირობა ყოველთა სომეხთა კათალიკოსისთვის სომხეთის რესპუბლიკის გარეთ რამდენიმე დღით საქართველოში გამგზავრების ნებართვის გაცემა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე გამომძიებლის გადაწყვეტილება შუამდგომლობის უარყოფის შესახებ“, - განაცხადა ადვოკატმა.