უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

"წინ არის სამუშაო ცალკეული მიმართულების ჯგუფებში, რომლის შემდეგაც დაგეგმლია პოზიციების განმეორებითი ერთობლივი სინქრონიზაცია. ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და მდგრად მშვიდობას." - თქვა უმეროვმა.

უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების ყოველი ეტაპის შემდეგ ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის გადასცემენ.