მის შესახებ ესპანური გამოცემა 20minutos წერს.

ესპანეთში, ასტურიის სიდიდით მეოთხე ქალაქ  სამა-დე-ლანგრეოში (43 000 მცხოვრები), 74 წლის მამაკაცმა მოკლა თავისი პარტნიორი, კუბური წარმოშობის 40 წლის ქალი, რომელიც მასთან სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობდა.

თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით 23:00 საათზე, ქუჩაში ყვირილით გამოვარდა ქალი, რომელსაც მისდევდა მამაკაცი დანით ხელში. ქალი ყვირილით შველას და პოლიციის გამოძახებას ითხოვდა. იქვე ახლოს მყოფი ორი ქალიდან ერთ-ერთი მამაკაცს გადაუდგა წინ, მაგრამ მან ხელის კვრით ჩამოიშორა იგი, ქალს დაეწია და დანა დაარტყა. მეორე ქალმა ხელის შეშლა ვერ შეძლო. მის მიერ გამოძახებული მაშველების ნახევარსაათიანი რეაბილატაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მამაკაცი პოლიციამ დააკავა. არსებული ინფორმაციით მამაკაცისგან მოკლულ ქალზე ძალადობის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ იგი ფიგურირებს დაახლოებით 10 წლის წინ მომხდარი ძალადობის საქმეში. 

შემთხვევის დროს ბავშვები, 7-დან 15 წლამდე ასაკის, სახლში არ იმყოფებოდნენ.