ფრანგული „20minutes“-ის ცნობით, ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა დამცავი საშუალებებით მომარაგებაში ხარვეზები შეიმჩნევა.
ანჰოლც-ანტერსელვაში ტემპერატურაა 2°C-ით, ხოლო კორტინა დ’ამპეცოში 3°C-ით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენები თბილად იყვნენ, - წერს „20minutes“-ი და აზუსტებს, რომ მხედველობაში აქვს არა მხოლოდ ქურთუკები, ქუდები, ხელთათმანები ან ზამთრის ჩექმები, არამედ პრეზერვატივები, რომელთა მარაგები ოლიმპიური თამაშების დროს უნდა ჰქონდეს ოლიმპიური სოფლებს.
მილანის ამ ოლიმპიური თამაშებისთვის ორგანიზატორებმა დაახლოებით 10000 პრეზერვატივი (საშუალოდ სამი თითო სპორტსმენზე) მიაწოდეს. თუმცა, მთელი მარაგი უკვე ამოწურულია. და ეს ყველაფერი სამოცდათორმეტ საათზე ნაკლებ დროში.
„მარაგი მხოლოდ სამ დღეში ამოიწურა. დაგვპირდნენ, რომ კიდევ მოგვცემენ, მაგრამ არ ვიცით, როდის“, - განუცხადა La Stampa-ს ერთ-ერთმა მონაწილემ ანონიმურობის პირობით.
მიმოფანტული შეკრების ადგილების მიუხედავად, სპორტსმენები ახერხებენ კომუნიკაციის ამ შესანიშნავი ტრადიციის გაგრძელებას, - წერს „20minutes“-ი.




