ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიენიჭა ირანელ უფლებადამცველს ნარგეს მოჰამადს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული ქალების უფლებებისთვის იბრძვის.

ირანელი აქტივისტი ნარგიზ მოჰამადი ხელისუფლებას ახლა ციხეში ჰყავს გამოკეტილი. ნობელის კომიტეტი მიუთითებს, რომ ირანის ხელისუფლებამ იგი 13-ჯერ დააკავა და ხუთჯერ გაასამართლა. მთლიანობაში, უფლებადამცველს მიესაჯა 31 წლით თავისუფლების აღკვეთა და 154 გაშოლტვა

„მოჰამადი ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი-ფიზიკოსი იყო,  როცა გამოირჩეოდა როგორც თანასწორობისა და ქალთა უფლებების დამცველი. იგი პირველად 2011 წელს დააკავეს და მიესაჯა წლობით თავისუფლების აღკვეთა ციხეში მყოფი აქტივისტებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად მცდელობისთვის", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.