15 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში დამნაშავეს დახვრეტენ. ამის შესახებ Reuters წერს.
67 წლის ბრედ სიგმონის ადვოკატი აცხადებს, რომ სიკვდილმისჯილს ელექტროსკამის და სასიკვდილო ინექციის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება, ამიტომ დახვრეტა თავად აირჩია. სპეციალურ ოთახში, მისი გულმკერდის მიმართულებით 3 ადამიანი 5 იარაღს ერთდროულად გაისვრის.
სიგმონი დამნაშავედ შეყვარებულის და მისი მშობლების მკვლელობაში ცნეს.