კიევზე რუსეთის მორიგი მასირებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 34 ადამიანი.

20 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე კომბინირებული შეტევა დაიწყო დრონების, ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რამაც მთელი ქალაქის მასშტაბით აფეთქებები გამოიწვია. დაზიანდა სახლები და ბავშვთა საავადმყოფო, გაჩნდა ხანძარი.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 12 დაღუპულის და 34 დაშავებულის შესახებ.

წყარო: უკრაინული მედია

მოამზადა რაულ კაპანაძემ