ბერლინში, ლგბტ ღონისძიების დროს ავტომობილი ხალხში შეიჭრა. 1 ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაშავდა. პოლიციამ ღონისძიება გააუქმა.
გერმანული მედიის ცნობით. ბერლინში, ტირგატენის პარკთან, ლგბტქ+ თემის მხარდამჭერი ყოველწლიური "ქრისტოფერ-სტრიტის დღის" აღსანიშნავი ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ავტომობილი ჯერ პრაიდის მარშრუტზე შეკრებილ ხალხში შევარდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია 1 გარდაცვლილის და 16 დაშავებულის შესახებ. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. გარდაცვლილი - ქალია.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიას ალყა შემოარტყა და დამნაშავის ძიებას შეუდგა, შეკრებილ ხალხს კი განუცხადა, რომ ღონისძიება გაუქმებულია. მისი ცნობით ცნობილია, თუმცა ჯერ დაკავებული არაა პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა. იგი არის 21 წლის აბდულ ბ. - ბერლინის ისლამისტური დაჯგუფების წევრი. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შემთხვევა, გუშინ ადგილობრივი დროით 22:00საათზე მოხდა. ბერლინის პოლიციასთან ერთად საპოლიციო მოქმედებებში ჰამბურგის პოლიცია ჩაება.დაახლოებით 2200 პოლიციელი მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს. დილის 9:00 საათისთვის შემთხვევის ადგილი კვლავ პოლიციას ჰქონდა შემოსაზღვრული.




