2016 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში უძრავი ქონების პრივატიზება, გასხვისება აიკრძალება. როგორც კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს UNESCO-ს მოთხოვნა იყო.
 


"შემოვიტანეთ პროექტი, რომელიც მცხეთაში მორატორიუმის შემოღებას გულისხმობს, უძრავი ქონების გასხვისებაზე, პრივატიზაციაზე. ეს მოთხოვნა წამოაყენა UNESCO-მ. ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმები უნდა შეთანხმდეს ამ ორგანიზაციასთან.

პრაქრიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში გატანა. მორატორიუმი 2016 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს",-განაცხადა გიორგაძემ. გასხვისებაზე მორატორიუმი ამოქმედდება